ჩურჩხელა, როგორც გვიყვარს

თათარაში ამოვლებული ნიგოზი — ნაცნობი და საყვარელი ქართული გემო. შეუკვეთე შენთვის, გაუმასპინძლდი სტუმრებს ან წაიღე საჩუქრად.

ჩვენი ჩურჩხელა

ნიგვზის ჩურჩხელა

ნიგვზის ჩურჩხელა

5.00 GEL

როგორ მზადდება ჩურჩხელა

ჯერ ნიგოზს ასხამენ, მერე თათარას ხარშავენ, ჩურჩხელას ავლებენ და გასაშრობად კიდებენ. თითოეულ ეტაპს თავისი დრო და ყურადღება სჭირდება.

  1. ნიგვზის ასხმა

    ნიგვზის ლებნებს ძაფზე ასხამენ და თათარაში ამოსავლებად ამზადებენ.

  2. თათარის მოხარშვა

    ბადაგს ფქვილს უმატებენ და განუწყვეტლივ ურევენ, სანამ თათარა საჭირო სისქის არ გახდება.

  3. ჩურჩხელის ამოვლება

    ასხმულ ნიგოზს ცხელ თათარაში ავლებენ, ისე, რომ თათარამ ნიგოზი მთლიანად დაფაროს.

  4. გაშრობა

    ამოვლებულ ჩურჩხელებს კიდებენ და გაშრობას აცდიან.

სტუმარსაც გაუმასპინძლდები, საჩუქრადაც წაიღებ

ჩურჩხელას განსაკუთრებული შემთხვევა არ სჭირდება. შეგიძლია ყავას მიაყოლო, სტუმარს შესთავაზო ან საჩუქრად წაიღო.

ჩვენთან ჩურჩხელას ონლაინ შეარჩევ და შეუკვეთავ — როცა მოგინდება და ვისთვისაც მოგინდება.

ხშირად დასმული კითხვები

აქ პასუხს ვერ მიაგენი? მოგვწერე.

მოგვწერე
როგორი გემო აქვს?

ყურძნის სიტკბოს ნიგვზის ან თხილის გემო ემატება. ჩურჩხელის სახეობის მიხედვით, განსხვავდება მისი სიტკბო და სიმკვრივეც.

როგორ მივირთვა?

ჯერ ძაფი გამოაცალე, შემდეგ ნაჭრებად დაჭერი ან პირდაპირ მიირთვი.

შეიცავს გლუტენს ან თხილეულს?

ჩურჩხელა ნიგვზით ან თხილით მზადდება. ზოგიერთ რეცეპტში გამოიყენება ხორბლის ფქვილიც, რომელიც გლუტენს შეიცავს. შეკვეთამდე გაეცანი შერჩეული პროდუქტის შემადგენლობას. ალერგენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე.

როგორ შევინახო?

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა შეფუთვაზეა მითითებული. თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდება, მოგვწერე.

ჩურჩხელა ხომ არ მოგინდა?

შეარჩიე და შეუკვეთე.