სტუმარსაც გაუმასპინძლდები, საჩუქრადაც წაიღებ
ჩურჩხელას განსაკუთრებული შემთხვევა არ სჭირდება. შეგიძლია ყავას მიაყოლო, სტუმარს შესთავაზო ან საჩუქრად წაიღო.
ჩვენთან ჩურჩხელას ონლაინ შეარჩევ და შეუკვეთავ — როცა მოგინდება და ვისთვისაც მოგინდება.
როგორ მზადდება ჩურჩხელა
ჯერ ნიგოზს ასხამენ, მერე თათარას ხარშავენ, ჩურჩხელას ავლებენ და გასაშრობად კიდებენ. თითოეულ ეტაპს თავისი დრო და ყურადღება სჭირდება.
ნიგვზის ასხმა
ნიგვზის ლებნებს ძაფზე ასხამენ და თათარაში ამოსავლებად ამზადებენ.
თათარის მოხარშვა
ბადაგს ფქვილს უმატებენ და განუწყვეტლივ ურევენ, სანამ თათარა საჭირო სისქის არ გახდება.
ჩურჩხელის ამოვლება
ასხმულ ნიგოზს ცხელ თათარაში ავლებენ, ისე, რომ თათარამ ნიგოზი მთლიანად დაფაროს.
გაშრობა
ამოვლებულ ჩურჩხელებს კიდებენ და გაშრობას აცდიან.